მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმია კურსკის ოპერაციას აგრძელებს

უკრაინის არმია კურსკის ოპერაციას აგრძელებს

უკრაინის არმია აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს კურსკის ოლქში. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან უკან დაიხიეს, ხოლო უკრაინული არმია დასახლება გლუშკოვოს მიმართულებით გააქტიურდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დასახლების მიმართულებით უკრაინულმა არმიამ კურსკის ოლქის საზღვარი დამატებით ორ ადგილას გადაკვეთა. კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების პარალელურად გრძელდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინული მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვა. კვლავ დაიბომბა ხარკივის ოლქი და თავად ქალაქი ხარკივი. ერთ-ერთი საავიაციო ბომბი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ათობით ადამიანი დაშავდა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის მონაცემებით, ერთ დღეში 173 რუსული იერიში მოიგერიეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ რუსული საავიაციო იერიშების შეჩერების ერთადერთი გზა დასავლური შეიარაღებით კრემლის სამხედრო ობიექტების რუსეთში განადგურებაა.

„ხარკივში ჯერ კიდევ სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. ჩვეულებრივ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა რუსული ავიაბომბი, რასაც ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილნი. ამ დროის მონაცემებით, 35 დაშავებულია, სამი მათგანი ბავშვია. რუსებმა ხარკივის რეგიონზე მხოლოდ ამ ერთი თავდასხმის დროს ოთხი ავიაბომბი გამოიყენეს. ერთი ქალაქში ჩამოაგდეს, სამი რეგიონის სოფლებში, რუსებმა მსგავსი ავიაბომბებით დაბომბეს სუმიც. ზოგადად, ყოველდღიურად სულ მცირე 100 მსგავს ავიადარტყმას აყენებს კრემლი ქვეყანას. ბოლო 24 საათის განმავლობაში 128 მართვადი ავიაბომბი გამოიყენეს.. ამ ტერორს მხოლოდ სისტემური გადაწყვეტილება შეიძლება დაუპირისპირდეს და ეს შორ მანძილზე იერიშების ნებართვას გულისხმობს. უნდა გავანადგუროთ რუსული ავიაცია იქ, საცად მათი ბაზებია”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend