კატეგორიები

ისრაელი სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელი სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელმა ლიბანის საზღვრის სიახლოვეს ბროშურები ჩამოყარა და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე იერიში მიიტანეს, ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო, ხოლო ნაწილზე ისრაელმა „ჰეზბოლა” თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ამბობს, რომ თუ „ჰეზბოლა” უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარება არ დაიძაბება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რომ „ჰეზბოლა” პასუხს აგებს.

საკუთარ მოქალაქეებს ლიბანიდან ევაკუაციისკენ მოუწოდეს ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებული შტატებმა.

ვითარების ესკალაციის ფონზე დასავლელი ლიდერები მოუწოდებენ ისრაელს, ირანსა და ლიბანს, არ დაუშვან, რეგიონში ვითარება უკონტროლო გახდეს.

შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არის დრო და რესურსი, რომ ახლო აღმოსავლეთში თავიდან აიცილონ ფართომასშტაბიანი ომი, რომელსაც მათივე თქმით, უმძიმესი შედეგები ექნება.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები