მთავარიევროპაუკრაინაკიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი გაიმართა

კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი გაიმართა

უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტი, რომელზეც უკრაინის ლიდერმა მონაწილეებს უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2014 წლიდან რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების საკითხს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად დიპლომატიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა ყირიმის პლატფორმის რიგით მეოთხე სამიტის მონაწილეებს. მან ლიდერებს შეახსენა, რომ ომი ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ყირიმის პლატფორმისა და დიპლომატიური ძალისხმევით, უკრაინელი ხალხის გამძლეობისა და მათი ჯარისკაცების წყალობით აიძულებენ რუსეთს, რეალობას თვალი გაუსწოროს, რაც გულისხმობს საერთაშორისო სამართალს, გლობალურ სოლიდარობასა და უკრაინის სრული სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას.

სამიტი პირველად 2021 წელს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. მის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2014 წლიდან რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების საკითხს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ გაცვლის თავის მიწას და არც თავის ხალხს მიატოვებს. სამიტის პარალელურად უკრაინის ლიდერმა 1944 წელს ყირიმის დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend