Apple-მა ირლანდიაში გადასახადებთან დაკავშირებული საქმე წააგო. ევროკავშირი იძულებულია, მსხვილი კომპანიებისთვის სამთავრობო საგადასახადო შეღავათებზე შეზღუდვა გაამკაცროს.
მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტს სასამართლომ დაუმტკიცა, რომ კომპანიამ 13 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადი არ გადაიხადა. ირლანდია Apple-ს გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა, რითაც ევროკავშირის კანონმდებლობა დაირღვა.
„ირლანდია Apple-ს უკანონოდ ეხმარებოდა, რის გამოც Apple-მა ფინანსური დავალიანება უნდა აღადგინოს. რამდენიმე წევრი სახელმწიფო ეყრდნობოდა საგადასახადო გადაწყვეტილებებსა და მკაცრ საგადასახადო გეგმას, რათა უფრო მიმზიდველი გამხდარიყვნენ ინვესტიციებისთვის. ამან ზიანი მიაყენა სხვა წევრ ქვეყნებსა და ევროპელ გადამხდელებს“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარეტა ვესტაგერმა.
კომპანია Apple სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ გარიგებაში“ არ მონაწილეობდა. Apple პირველად არ არის ევროკავშირის სამიზნე. ნახევარი წლის წინ კომისიამ Apple-ს დაავალა, გადაეხადა ანტიმონოპოლიური ჯარიმა 1,8 მილიარდი ევროს ოდენობით მუსიკის სტრიმინგის აპლიკაციების სადისტრიბუციო ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის.
ევროკომისიამ ასევე მოიგო სარჩელი Google წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ კომპანია უპირატესობას ანიჭებდა საკუთარ სერვისებს კონკურენტების წინააღმდეგ და ბოროტად გამოიყენა მათი დომინანტური პოზიცია ბაზარზე.