კატეგორიები

11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას პატივი ერთად მიაგეს ჯო ბაიდენმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა

11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას პატივი ერთად მიაგეს ჯო ბაიდენმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა

23 წლის წინ, 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ამ დღეს ისლამისტმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. მათგან ორი გამიზნულად შეაჯახეს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს ე.წ. ტყუპებს. მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დაეჯახა, მეოთხე კი პენსილვანიის შტატში ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა, ასევე დაღუპა ტყუპებში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი.

წელს ნიუ-იორკში 11 სექტემბერს დაღუპულებს პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად დაესწრო ცერემონიას. მათ გვერდით იდგა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები