მთავარიევროპაესპანეთი“პომიდვრების ფესტივალი” 2024 - საუკეთესო მომენტები

“პომიდვრების ფესტივალი” 2024 – საუკეთესო მომენტები

ესპანეთში, ქალაქ ბუნიოლში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი “ლა ტომატინა” გაიმართა.

„პომიდვრების ომისთვის“ ესპანეთში რამდენიმე კვირით ადრე ემზადებიან. ტრადიციული ფესტივალი ყოველწლიურად აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს ტარდება და ამ პერიოდში ქალაქში ტურისტების რაოდენობა მატულობს.

ფესტივალის დაწყების დღეს ქალაქის ქუჩებში ტონობით პომიდვრით დატვირთული რამდენიმე მანქანა დადის. მოხალისეები ბოსტნეულს უნაწილებენ ყველას, რათა ფესტივალის მონაწილეებმა პომიდვრები მოიმარაგონ.

რამდენიმე საათიანი „პომიდვრებით ბრძოლის“ შემდეგ, ათასობით ადამიანი ერთგვარ საწებელში „ცურვას“ იწყებს. მხიარული ფესტივალი დაახლოებით 2-3 საათი გრძელდება…

ფესტივალი “ლა ტომატინა” 1945 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ ესპანელმა ბავშვებმა ერთმანეთი ე.წ. Food Fight- ში გამოიწვიეს. თუმცა მხოლოდ 1980-იანი წლებში მოექცა ეს, ერთი შეხედვით, უცნაური ფესტივალი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში და მასში მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან იღებენ.

ტრადიციულ ესპანურ ფესტივალში მონაწილეობა ფასიანია და ბილეთის ფასი 13 დოლარია.

წელს „პომიდვრებით ბრძოლა“ ერთი საათი გაგრძელდა და 150 ტონა ბოსტნეულით „იბრძოლეს“ მონაწილეებმა.

წარმოგიდგენთ საუკეთესო მომენტებს 2024 წლის „ლა ტომატინას“ ფესტივალიდან:

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend