კატეგორიები

2 დღე წინანდლის ფესტივალის გახსნამდე

2 დღე წინანდლის ფესტივალის გახსნამდე
წინანდლის ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე 2 დღით ადრე, მუსიკოსები წინანდლის მამულში შეიკრიბნენ, მათ შორის არის ცნობილი იტალიელი დირიჟორი – ჯანანდრეა ნოზედა.

პირველ რეპეტიციაზე მუსიკოსებმა ვერდის რეკვიემი შეასრულეს, დირიჟორის თქმით, მისთვის საინტერესოა ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობა და იმ საქმის შეფასება, რასაც ისინი რამდენიმე წლის მანძილზე აკეთებენ.

წინანდლის ფესტივალის მე-6 სეზონი 31 აგვისტოს დაიწყება და 9 დღის განმავლობაში ქართველ და მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

დაკავშირებული ამბები
ევროვიზია 2026-ის ყველა ფინალისტი ქვეყანა გამოვლენილია ევროვიზია 2026-ის პირველი 10 ფინალისტი ცნობილია
სხვა ამბები