კატეგორიები

უკრაინაში რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშები მეორე დღეა, გრძელდება

უკრაინაში რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშები მეორე დღეა, გრძელდება

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშები დღეს დილითაც მიიტანა. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ათობით კამიკაძე თვითმფრინავის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში როგორც სამხრეთიდან, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შევიდნენ და მათი სამიზნე ძირითადად დასავლეთ რეგიონებია.

ღამის განმავლობაში, რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე იერიში ათეული დრონით, ბალისტიკური რაკეტებითა და სამი ჰიპერბგერითი რაკეტით მიიტანა. რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშები გუშინ, 26 აგვისტოს დილით დაიწყო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიშია.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები