კატეგორიები

კრემლის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე

კრემლის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე
უკრაინის ტერიტორია რუსული რაკეტებითა და დრონებით დაიბომბა.  უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაფიქსირებულია საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი 11 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი, Ту-95МС. ასევე მობილიზებულია  ფრთოსანი რაკეტები – „კალიბრებით“ აღჭურვილი საზღვაო ხომალდები. 

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, კრემლს ირანული დრონების დიდი რაოდენობაც მზადყოფნაში ჰყავს. როგორც კიევი იუწყება, რუსეთის სამიზნეებს წარმოადგენენ – კიევი, ლვივი, ხერსონი, ზაპორიჟიე, დნიპრო, ხარკივი, ოდესა თუ სხვა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალის განცხადებით, მთავარ სამიზნეს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები წარმოადგენენ. უკრაინულ მედიაში და სამხედრო ბლოგებზე გავრცელებული ინფორმაციით, კიევის მოსახლეობა თავშესაფრებს აფარებს თავს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები