მთავარიევროპაუკრაინაამერიკა მხარს უჭერს უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნას - პენტაგონი

ამერიკა მხარს უჭერს უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნას – პენტაგონი

ამერიკა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად მხარს უჭერს უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნას.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ბუფერულ ზონაში კურსკის ოლქი იგულისხმება. ასევე, პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უახლოეს დღეებში დაუკავშირდება უკრაინის თავდაცვის მინისტრს და მხარეები განიხილავენ დეტალებს, ბუფერული ზონის შექმნასთან დაკავშირებით.

„ვაკვირდებით, უკრაინის მოქმედებებს კურსკში. ჩვენ კვლავ დავეხმარებით უკრაინას, ბრძოლის ველზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება კურსკს – ვიცით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის იქ ბუფერული ზონის შექმნა სურს. ვმუშაობთ უკრაინასთან, რათა გამოიკვეთოს, რამდენად არის ეს მათი სტრატეგიის შესაბამისი. თუკი ისინი აპირებენ ბუფერული ზონის შექმნას, ეს ასევე გულისხმობს თავდაცვითი ხაზების შექმნასაც. ეს არის ამ ეტაპზე მთავარი საკითხები და თავდაცვის მდივანი აპირებს, დაუკავშირდეს უმეროვს უახლოეს დღეებში. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა საუბრობს ოპერაციებზე და უკრაინამ ნამდვილად უნდა ისაუბროს საკუთარ მიზნებსა და ამოცანებზე“, – განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილე, საბრინა სინგხიმ.

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე მე-17 დღეა სახმელეთო ოპერაციას ატარებენ. ეს ოლქი თითქმის სრულად ევაკუირებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend