კატეგორიები

რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინსვლის გამო მოკავშირეებს მოუწოდებს, შეასრულონ აღებული ვალდებულება და უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, რადგან ამას უკრაინის თავდაცვისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონის 24 დასახლება დაბომბეს. დაიღუპა 1 მოქალაქე, 16 კი დაიჭრა.

უკრაინული ძალები იცავენ ლოგისტიკურ ცენტრს, ქალაქ პოსკროვსკს რუსი სამხედროებისგან, რომლებიც წინ მიიწევენ.

პოკროვსკის აღებით, რომელიც უკრაინელთა ერთ-ერთი მთავარი თავდაცვითი დასაყრდენია, რუსეთი უფრო ახლოს იქნება თავის მიზანთან,  დაიპყროს დონეცკის რეგიონი.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე იმედოვნებს, რომ მოკავშირეები დროულად აღასრულებენ გეგმას, რომელიც 50 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების  უკრაინისთვის სესხის სახით გადაცემას ითვალისწინებს.

მიმდინარე წელს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებზე მიღებული პროცენტები უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყენონ.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები