კატეგორიები

ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანში ჩასვლას გეგმავს

ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანში ჩასვლას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

მოსკოვის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარების საკითხები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული გამოწვევები

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადება და მთავრობათაშორისი დოკუმენტების ხელმოწერა. ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანში უკანასკნელად 2018 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა, სადაც იგი მონაწილეობდა რუსეთ-აზერბაიჯანის რეგიონთაშორისი ფორუმის მეცხრე სხდომაში და შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

Related news
„აღარ შეიძლება ენდო იმას, რასაც ხედავ ან გესმის“ - ექსპერტები კიბერთავდასხმების ზრდას ელიან აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „კუბისთვისაც მოიცლის“
სხვა ამბები