კატეგორიები

რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს

რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს
რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ ვლადიმერ პუტინი სერიოზული დილემის წინაშე დააყენა.

კირბიმ აღნიშნა ისიც, რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი კურსკის ოლქში უკვე გადამისამართებულია, თუმცა უკრაინის სამხედრო ოპერაციის ფენზე ამერიკის შეერთებული შტატები კრემლის მხრიდან ბირთვული რიტორიკის გაძლიერებას ვერ ხედავს. კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის უკრაინა რუსეთის 82 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

„ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი გადამისამართებულია კურსკის ოლქში. ეს მხოლოდ ადრეული მონაცემებია. დარწმუნებით ვერ გეტყვით რამდენია, რამდენი შეიძლება იყოს, ან რა განზრახვები ექნებათ, მაგრამ ამ გადამისამართებას ვხედავთ. თუ პუტინს ჯარი  კურსკის ოლქში გადაჰყავს, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი გარკვეულწილად შეშფოთებულია განვითარებული მოვლენებით. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ეს სასოწარკვეთად ჩაითვალოს, თუმცა ცალსახაა, რომ იგი ნამდვილად რეაგირებს იმაზე, რაც კურსკის ოლქში ხდება. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში ესკალაციის შემცველი რიტორიკა, განსაკუთრებით კი, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, არ შეგვიმჩნევია“ – განაცხადა ჯონ კირბიმ.

Related news
პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვის სტრატეგიული პარტნიორები „აშშ-ისა და ისრაელის აგრესიის გამო იტანჯებიან”
სხვა ამბები