კატეგორიები

კალიფორნიაში შესაძლოა, სკოლებში ტელეფონები აიკრძალოს

კალიფორნიაში შესაძლოა, სკოლებში ტელეფონები აიკრძალოს
კალიფორნიასა და სამხრეთ კაროლინაში შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში ტელეფონის გამოყენება აეკრძალოთ.

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი მიიჩნევს, რომ სკოლის კამპუსის ტერიტორიასა და გაკვეთილების მიმდინარეობისას მოსწავლეები სმარტოფნებს არ უნდა იყენებდნენ.

ამ დროისთვის ეს საკითხი განხილვის პროცესშია და საბოლოო კენჭისყრა სექტემბერში ჩატარდება. ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ სკოლაში მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს, თუმცა მოსწავლეების მშობლები ამ იდეას არ ემხრობიან. მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში შვილებთან დაკავშირება უჭირთ.

სამხრეთ კაროლინაში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მასწავლებლების 92 პროცენტი სკოლებში ტელეფონების ნაწილობრივ აკრძალვას ემხრობა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს
სხვა ამბები