2024 წლის ივლისში ნავთობის ფასი წინა თვესთან შედარებით 6,6%-ით შემცირდა და თვის ბოლოს ბარელის ღირებულება 81 დოლარს ჩამოსცდა.
თუმცა, აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგების კლებისა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების პირობებში ექსპერტების უმეტესობა აგვისტოში მის გაძვირებას პროგნოზირებს.
მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები უკვე აისახა ბაზარზე და არ არის გამორიცხული, თვის ბოლომდე ნავთობის მნიშვნელოვანი გაძვირება გამოიწვიოს, აგვისტოს პირველ დღეებში ფასის კლების ტენდენციამ უკვე საპირისპირო ხასიათი მიიღო.
ნავთობის ფასების ნახტომისებური ზრდის ხელშემწყობი შეიძლება გახდეს ირანის მიერ ისრაელზე მოსალოდნელი შეტევა, რასაც ანალიტიკოსები მიმდინარე კვირის განმავლობაში ელიან.