კატეგორიები

პარიზში მაღალი ტემპერატურის გამო გულშემატკივრებს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება უჭირთ

პარიზში მაღალი ტემპერატურის გამო გულშემატკივრებს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება უჭირთ
პარიზში მაღალი ტემპერატურაა. ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასწრება განსაკუთრებით რთული დახურულ დარბაზებშია. საფრანგეთის დედაქალაქში მცხუნვარე მზის გამო ტემპერატურა 36 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დროს პარიზში წვიმდა,  ზოგიერთი შეჯიბრება გადაიდო კიდეც, თუმცა ბოლო დღეებში ამინდი გაუმჯობესდა.

პარიზში შეკრებილი გულშემატკივრები გამაგრილებელი სასმელებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ მაღალ ტემპერატურას.

AP Photo/Lindsey Wasson

ტემპერატურის მატება გავლენას იქონიებს არა მხოლოდ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებზე, არამედ მაყურებლებზე, ტურისტებსა და თავად პარიზელებზე.

AP Photo/Rebecca Blackwell

Meteo France მოქალაქეებს მოუწოდებს, მაღალი ტემპერატურის დროს მოერიდონ გარეთ გასვლას და დალიონ რაც შეიძლება ბევრი წყალი.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის თვითმმართველობის არჩევნები როგორც წინასწარი სამზადისი საპრეზიდენტო რბოლამდე პარიზი მზად არის, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას კოორდინირება გაუწიოს
სხვა ამბები