მთავარიმსოფლიოზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში

ორი კვირის განმავლობაში ოლიმპიური მედლებისთვის 206 ქვეყნის 10 000-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს, მათ შორის, 28 ქართველია და მათგან ოთხი ოლიმპიური ჩემპიონია. ოლიმპიადაში არ მონაწილეობენ რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები. უკრაინაში რუსეთის ომის გამო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მათ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა.

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე უსაფრთხოების მიმართულებით არაერთი სერიოზული გამოწვევა შეიქმნა. საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა 17 ივლისს აღმოსავლეთ საფრანგეთში ოლიმპიურ თამაშებზე თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი კირილ გრიაზნოვი დააკავეს. პარიზის პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილის დაკავებისას აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდა, რომ გრიაზნოვი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე კი, საფრანგეთის რკინიგზის ქსელზე (SNCF) თავდასხმამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი  შეფერხება გამოიწვია. რკინიგზის კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავს იმ ხაზებს დაესხნენ, რომლებიც პარიზს საფრანგეთის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები, სულ მცირე, მთელი შაბათ-კვირა გაგრძელდება და ოლიმპიადისა და საზაფხულო დასვენებების სეზონზე მგზავრთა განსაკუთრებულად დიდი ნაკადის გათვალისწინებით შეფერხება ასობით ათას მგზავრს შეეხება.

ლედი გაგა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, 26 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Luca Bruno

წელს სპორტსმენების აღლუმი მდინარე სენაზე ჩატარდა. გახსნის საზეიმო ცერემონია თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყო. ქართველი სპორტსმენები თამაშებზე სპორტის 9 სახეობაში იასპარეზებენ. საქართველოს მედროშეები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან.

სპორტსმენების აღლუმი მდინარე სენაზე, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია, 26 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Bernat Armangue

პარიზში საქართველოს დელეგაციის ყველაზე პატარა წევრი 15 წლის დებიუტანტი მოცურავე ანა ნიჟარაძეა. ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლიდან მონაწილეობენ. ჰელსინკის ოლიმპიადიდან დღემდე ოლიმპიური ჩემპიონი 37 ქართველი სპორტსმენი გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend