კატეგორიები

საფრანგეთის რკინიგზის ქსელზე რამდენიმე თავდასხმა იყო

საფრანგეთის რკინიგზის ქსელზე რამდენიმე თავდასხმა იყო
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის რკინიგზის სისტემა პარალიზებულია. მიზეზი ვანდალური თავდასხმაა.

რკინიგზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ღამით სარკინიგზო სისტემაზე ერთდროულად რამდენიმე მავნებლური აქტი განხორციელდა. გაჩნდა ხანძარიც. რკინიგზის კომპანიის (SNCF) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავს იმ ხაზებს დაესხნენ, რომლებიც პარიზს საფრანგეთის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს. მათივე ინფორმაციით თავდასხმამ 800 000 მგზავრი დააზარალა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები, სულ მცირე, კვირამდე გაგრძელდება და მგზავრებს დაგეგმილი მოგზაურობის გადადებისკენ მოუწოდებენ. მომხდარს გამოეხმაურა, საფრანგეთის სპორტის მინისტრი, ამელი უდეა-კასტერა. მან განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების მიზანში ამოღება, საფრანგეთის მიზანში ამოღებას ნიშნავს.

დაკავშირებული ამბები
დიდი ბრიტანეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” გემების დაკავებას შეძლებს უკრაინელი ბავშვების გატაცებას „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ უწყობდნენ ხელს - ნათქვამია ახალ კვლევაში
სხვა ამბები