მთავარიევროპარუსეთირუსეთში რეფინანსირების განაკვეთი 18%-მდე გაიზარდა

რუსეთში რეფინანსირების განაკვეთი 18%-მდე გაიზარდა

უკრაინაში მოსკოვის ე.წ. სპეციალური ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დაიწყო. დღეს საპროცენტო განაკვეთი რუსეთში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალია და 18 პროცენტს შეადგენს. ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელში რეფინანსირების განაკვეთი არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ისინი ინფალიის დონის დარეგულირებას ცდილობენ. რუსეთში წლიური ინფალიციის დონე ივნისში საერთაშორისო სანქციების ფონზე 9 პრონცენტი იყო და ცენტრალური ბანკის ეს გადაწყვეტილება სწორედ ამას უკავშირდება. რუსეთის ეროვნულ ბანკში რეფინანსირების განაკვეთის აწევას გეოპოლიტიკური მოვლენებით ხსნიან.

„დღეს ჩვენ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის 18%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. ადრე ჩვენ დავასახელეთ განაკვეთების მომატების ოთხი ფაქტორი. ყველა მათგანი ძალაში შევიდა: პირველი – მუდმივი ინფლაცია იზრდება; მეორე – მომხმარებელთა მოთხოვნა კლავ მაღალია; მესამე – საპროცენტო განაკვეთის გაზრდის მიუხედავად, სესხზე მოთხოვნა მაღალი რჩება; მეოთხე – სანქციებთან დაკავშირებული ახალი პროინფლაციური რისკები განხორციელდა”, – აცხადებს ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძრვანელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend