კატეგორიები

ევროკავშირმა უკრაინას რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი გადაურიცხა

ევროკავშირმა უკრაინას რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი გადაურიცხა
ევროკავშირმა უკრაინას გადაურიცხა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, 1,5 მილიარდი დოლარი. ამის შესახებ პლატფორმა X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა.

“არ არსებობს რუსული ფულის გამოყენების უკეთესი გზა, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის უფრო უსაფრთხოდ ქცევაა” დაწერა ევროკომისარმა პლატფორმა იქსზე. უკრაინისთვის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გადარიცხვის გადაწყვეტილება უკრაინამ უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ივნისში მიიღო.

ამ დაფინანსების 90% მოხმარდება უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის დამატებითი იარაღისა, ტყვია წამლისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას. დანარჩენი 10% კი გამოყენებული იქნება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

Related news
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება
სხვა ამბები