კატეგორიები

ტეილორ სვიფტის ცნობილ სასცენო კოსტიუმებს ლონდონის V & A მუზეუმი უმასპინძლებს

ტეილორ სვიფტის ცნობილ სასცენო კოსტიუმებს ლონდონის  V & A მუზეუმი უმასპინძლებს

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემლებს, რომლებიც მის მსოფლიო ტურს ვერ დაესწრნენ, შესაძლებლობა აქვთ,  ესტუმრონ ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში მოწყობილ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ვარსკვლავის მუსიკალური ტურებიდან ათობით ცნობილი კოსტიუმი, გიტარები თუ სხვა სამახსოვრო ნივთები.

გამოფენაზე მოდურ ნივთებთან ერთად, ვიზიტორები ტეილორ სვიფტის რამდენიმე ძვირფას მუსიკალურ ინსტრუმენტსაც ნახავს. ცნობილია, რომ ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმმა მუსიკოსისგან დროებით ითხოვა  შავი კაბა, რომელიც მას – Fortnight-ის შესრულებისას ეცვა და რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მომღერლის ნივთები განთავსებულია იმ მუზეუმში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს ხელოვანთა ფასდაუდებელი ნამუშევრები, მათ შორის ხელოვნების, მოდის, ფოტოგრაფიის, არქიტექტურისა და კერამიკის კოლექციები.

იასამნისფერი ქვედაკაბა, ვარდისფერი და მწვანე ფერის ჟაკეტი, რომელიც მას გრემის დაჯილდოებაზე ეცვა, რენესანსის პერიოდის მხატვრის, რაფაელის ნახატის გვერდით კიდია. სვიტერი „კარდიგანის“ ვიდეოდან  განთავსებულია ფორტეპიანოს წინ, პეიზაჟების გალერეაში.

ბრიტანულ გალერეაში წარმოდგენილია კონკიას მსგავსი ყვითელი კაბაც, რომელიც ალბომ  Midnights-ის ჩაწერის დროს ეცვა. ტეილორ სვიფტის გამოფენა ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში 27 ივლისიდან 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დაკავშირებული ამბები
ლიმონი, ღვინო და ყველი - ანდროსის კუნძულის ოქროს საგანძური ევრონიუს კულტურა - 2026 წლის საუკეთესო ფილმები
სხვა ამბები