მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან ამერიკელ ხალხს მიმართა

ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან ამერიკელ ხალხს მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საკუთარი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებული წერილის შემდეგ, ამერიკელ ხალხს პირველად მიმართა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ დროა პოლიტიკაში ასპარეზი ახალ თაობებს დაუთმონ.

ჯო ბაიდენმა ისაუბრა გამოწვევებზე, მშვიდობასა და დემოკრატიაზე. ის ასევე შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და კიდევ ერთხელ ისაუბრა პუტინის დამარცხების აუცილებლობაზე.

„ძალიან ძვირფასია ამერიკის ის სწრაფვა, რომ ჩვენ მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის დამყარება გვსურს. ჩემი ხედვები ამერიკის მომავლის შესახებ მეორე ვადას ნამდვილად იმსახურებს, თუმცა ახალი თაობა ჩვენი ერის დემოკრატიული განვითარებისა და გაერთიანების საუკეთესო საშუალებაა. მოვიდა დრო, რომ ამერიკის პოლიტიკაში ახალი სახეები და ხმები გამოჩნდნენ.

მომდევნო  თვეების განმავლობაში მე კონცენტრირებული ვიქნები ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობებზე. ეს ნიშნავს, რომ გავაგრძელებ შრომისმოყვარე ოჯახებისთვის გადასახადების შემცირებას, ჩვენი ეკონომიკის გაზრდას. მე გავაგრძელებ მუშაობას იმისთვის, რომ ამერიკელი ერი დარჩეს ძლიერი, უსაფრთხო და თავისუფალი მსოფლიო ლიდერი.

ჩვენ ვაგრძელებთ იმ ქვეყნებთან კოალიციას, რომლებსაც სურთ, რომ პუტინი შეაჩერონ და უკრაინაში ომი საბოლოოდ დაასრულონ. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.

ის თუ როგორ გაიხსენებს მომავალში ამერიკელი ხალხი ჯო ბაიდენს, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თ რა შედეგით დაასრულებს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ნოემბრის არჩევნებს.

მომავალში ამერიკელი ხალხი როგორ გაიხსენებს ჯო ბაიდენის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას, დამოკიდებულია თუ რა შედეგით დაასრულებს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ნოემბრის არჩევნებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend