მთავარიმსოფლიოევროპაიტალიელ ევროპარლამენტარს მაფია ემუქრება

იტალიელ ევროპარლამენტარს მაფია ემუქრება

იტალიელ ევროპარლამენტარ ჯუზეპე ანტოჩის მაფიის წევრები ემუქრებიან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან შეიმუშავა კანონი, რომელიც მაფიოზური კლანისგან დაიცავს სიცილიაში სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი ევროპული ფონდებიდან მიღებულ თანხებს. სწორედ ამ მიზეზით ის მაფიის მტერი გახდა. თავად ჯუზეპე ანტოჩი ამბობს, რომ მას მოკვლით ემუქრებიან და სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან პირადი დაცვა დაჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცხოვრება უამრავ შეზღუდვასა და მუდმივი საფრთხის შეგრძნებას ნიშნავს, ჯუზეპე ანტოჩი ამბობს, რომ ორგანიზებულ დანაშაულს გაუმკლავდება და საბოლოოდ დაასრულებს მაფიას სიცილიაში.

„გახდე მაფიის მტერი ნიშნავს იმას, რომ ისინი გემუქრებიან და გარწმუნებენ, რომ თუ მათი ნების საწინააღმდეგოდ წახვალ, აუცილებლად მოგკლავენ. პირველად 2016 წლის მაისში დამესხნენ თავს. მე პირველი ოფიციალური პირი ვარ, რომელსაც მაფიის წევრები 1992 წლის შემდეგ თავს დაესხნენ. ჩემთან ერთად ოთხი მამაცი პოლიციელი იყო, რომლებმაც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს და ჩემს ოჯახთან დამაბრუნეს“, – ამბობს ჯუზეპე ანტოჩი.

სპეციალური დაცვის რეჟიმი, რომელსაც ჯუზეპე ანტოჩი ექვემდებარება, საზღვარგარეთაც მოქმედებს. ანტოჩი არასოდეს გადაადგილდება დაცვის ესკორტის გარეშე ბრიუსელსა და სტრასბურგში. მის ოფისში კი, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.

„მე ევროპარლამენტს უკვე შევთავაზე იდეა, ჩამოყალიბდეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კომისია. გვჯერა, რომ მაფია ყველგან არსებობს, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ასეთი ცხოვრება გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ჯუზეპე ანტოჩის ოჯახსა და მათ სახლს მუდმივად იცავენ სამართალდამცველები, მაგრამ ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ეს ბრძოლა ამად ღირს.

„მაფიის თავდასხმისას სიკვდილის დიდი ალბათობაა, მაგრამ არსებობს სხვაგვარი სიკვდილი. დილით გაღვიძება, სარკეში ჩახედვა და იმის გააზრება, რომ შენი მოვალეობა არ შეგისრულებია. თავს ბინძურად გრძნობ და იცი, რომ საკუთარ შვილებს ვეღარ მოუწოდებ ღირსეული ცხოვრებისკენ, თვალებში ვეღარ ჩახედავ. სწორედ ეს სარკე მოგკლავს ადამიანს“, – ამბობს ჯუზეპე ანტოჩი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend