უკრაინის პრეზიდენტმა ჩინეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებას ვიზიტი შეაფასა ჩინეთი სახალხო რესპუბლიკაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას თქვა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
Today in China, I held detailed and thorough negotiations with my Chinese counterpart Wang Yi about the path to peace.
I emphasized that Ukraine needs a just and lasting peace, not just an illusion of peace, and I appreciate that this position was reciprocated.
We agreed that… pic.twitter.com/9SrnvgreEm
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) July 24, 2024
„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ჩინეთში თავის კოლეგას შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის შედეგების შესახებ ანგარიში უკვე ჩამაბარა. მრავალი წლის შემდეგ ეს პირველი ოფიციალური მაღალი რანგის ვიზიტია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთან, დადასტურდა ის, რაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა მითხრა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, დმიტრო კულება პირველად ესტუმრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, სადაც ის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან იმს შეხვდა.