მთავარიამერიკააშშკამალა ჰარისი განმარტავს თუ რა განსხვავებაა მასსა და დონალდ ტრამპს შორის

კამალა ჰარისი განმარტავს თუ რა განსხვავებაა მასსა და დონალდ ტრამპს შორის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატია, ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.

ვილმინგტონში ის ამომრჩევლებს შეხვდა და მისი და დონალდ ტრამპის განსხვავებულ შეხედულებებზე ისაუბრა. დემოკრატების ლიდერმა  ტრამპი დამნაშავედ მოიხსენია და დასძინა, რომ იგი ყოველთვის ქაოსთან, შიშთან და სიძულვილთან ასოცირდება.

,,ვიცეპრეზიდენტობამდე და  შეერთებული შტატების სენატორობამდე  კალიფორნიის შტატის გენერალურ პროკურორად ამირჩიეს,  ამ პოზიციაზე ყველა სახის დამნაშავესთან მიწევდა კომუნიკაცია.   ესენი იყვნენ: მტაცებლები, რომლებიც ძალადობდნენ ქალებზე; ასევე თაღლითები, რომლებიც საკუთარი მიზნის მისაღწევად არღვევდნენ მომხმარებლების უფლებებსა და კანონს.  შესაბამისად, ვიცი, როგორია დონალდ ტრამპი. ის უოლ-სტრიტის მსხვილ ბანკებთან თანამშრომლობისა და თაღლითობის გამო 34 ნაწილში იყო ბრალდებული.  კალიფორნიის გენერალური პროკურორი რომ ვიყავი, დონალდ ტრამპი მართავდა კოლეჯს, სადაც სტუდენტებს ატყუებდნენ. როგორც პროკურორმა, კარგად ვიცოდი სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული საქმეები. ეს კამპანია იმის გააზრებას ემსახურება, თუ ვისთვის ვიბრძვით. დონალდ ტრამპი ეყრდნობა მილიარდერებისა და მსხვილი კორპორაციების მხარდაჭერას და ვაჭრობს მათთან“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.

ამ დროისთვის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოსაპოვებლად 1976-ზე მეტი დელეგატის მხარდაჭერა უკვე აქვს. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend