მთავარიმსოფლიოევროპაეროვნულმა ლიგებმა FIFA-ს წინააღმდეგ სარჩელით ევროკომისიას მიმართეს

ეროვნულმა ლიგებმა FIFA-ს წინააღმდეგ სარჩელით ევროკომისიას მიმართეს

სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებში აცხადებენ, რომ საერთაშორისო მატჩების კალენდარი ზედმეტად გადატვირთულია, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ფეხბურთელების ჯანმრთელობას.

ევროპული საფეხბურთო ლიგების წარმომადგენლები და მოთამაშეები საჩივრით მიმართავენ ევროკომისიას. ამ საჩივრის მიზანი საფეხბურთო მატჩების კალენდრის შეცვლაა. ევროპული ლიგების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ FIFA არღვევს ევროკავშირის კონკურენციის კანონს და მისი ქმედებები არის „მონოპოლიის ბოროტად გამოყენების მცდელობა”.

დაძაბულობა მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ფიფამ გადაწყვიტა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 32-იდან 48-ამდე გაზარდოს… განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნულ ლიგებსა და მოთამაშეთა პროფკავშირებს არ ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ კალენდრის შედგენის პროცესში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend