მთავარიგადაცემებიScenesსაფეხბურთო ლიგა შეზღუდვების გარეშე

საფეხბურთო ლიგა შეზღუდვების გარეშე

რუბენ ალმასან ესტეპა და ალვარო კანო იმ საფეხბურთო ლიგის ელჩები არიან, რომელშიც  შეზღუდული ინტელექტუალური უნარის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ.  მათ ესპანეთის პროფესიონალი საფეხბურთო კლუბები უჭერენე მხარს.

ორი მეგობარი რუბენ ალმასან ესტეპა და ალვარო კანო, რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ, ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივრები არიან. მათი მეგობრობა მაშინ დაიწყო, როდესაც სპეციალურ ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა, რუბენმა ოქროს მედალი აიღო, ალვარომ – ვერცხლის. ორივე საფეხბურთო გუნდის Nàstic Genuine-ის გუნდი კაპიტანია. მშობლების დახმარებით ბიჭებმა ლა ლიგას მიმართეს თხოვნით, რათა დაეფუძნებინათ საფეხბურთო ლიგა ისეთი მოთამაშეებისთვის, რომლებსაც მათი მსგავსი შეზღუდული უნარი აქვთ. ესპანეთის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ახალა ლიგას Liga Genuine უწოდეს. ეს ინიციატივა მოთამაშეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ოცნებები აიხდინონ, რაც სრულ თანხვედრაშია ლა ლიგის კონცეფციასთან, ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებასა და სოციალურ ჩართულობას.

„ლა ლიგა Genuine უნარშეზღუდული ადამიანების საფეხბურთო ლიგაა. ამ ლიგაში გაერთიანებულია ესპანეთის პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე  გუნდების უმეტესობა. ეს პროექტი გადაიქცა პლატფორმად, სადაც ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანს შეუძლია აჩვენოს საკუთარი საფეხბურთო მონაცემები.

რუბენი და ალვარო, რომლებიც პლატფორმის ელჩებად დანიშნეს,  მხოლოდ თავის საყვარელი გუნდის Nàstic Genuine-ის კაპიტნები კი არ არიან, არამედ უკვე იქცნენ ამ ლიგის დადებითი გავლენის სიმბოლოდ. გარდა ელჩობის მისიისა შესრულებისა, რუბენი და ალვარო საფეხბურთო კლუბის Nastic Football Club-ის თანამშრომლებიც არიან და მის ყველა თამაშს ესწრებიან.

ავტორი: გრეგორი უორდი და ალბერტო ჩელერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend