მთავარიმსოფლიოევროპაუკრაინა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის მთავარი საკითხი იყო

უკრაინა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის მთავარი საკითხი იყო

ევროპის 46 ქვეყნის ლიდერებმა  არაფორმალური შეხვედრა გამართეს. მათ იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც გავლენას ახდენს კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ განიხილა მიგრაციის, უკრაინისა და დემოკრატიის დაცვის საკითხები. ბრიტანეთის ახალ მთავრობაში აცხადებენ, რომ შეხვედრა ასევე მიზანად ისახავდა ურთიერთობების გადახალისებასა და უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის თქმით, მათ დღეს ამ შეხვედრაზე დადეს პირობა, რომელიც ზამთრისთვის უკრაინელთა ენერგოსაჭიროებების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მთავარი საკითხია ამ ზამთრის გადატანა და იმ გემების  შეჩერებაა, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში ეხმარებიან. კირ სტარმერი დასძენს, რომ უკრაინა არ იბრძვის მხოლოდ უკრაინელებისთვის, ის იბრძვის ასევე ევროპელი ხალხისთვის, თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის.  მათი უსაფრთხოება კი სწორედ უკრაინაში იწყება. მისი თქმით, ევროპა პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთხელ აძლევს პირობას, რომ უკრაინის გვერდით იქნება იქამდე, სადამდეც ეს საჭირო იქნება.

Carl Court/2024 Getty

ამავდროულად, სულ უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ დონალდ ტრამპს მეორედ აირჩევენ პრეზიდენტად.  მას არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს ვოლოდიმირ ზელენსკისთან. არც მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი ეთანხმება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისის აზრით, ევროკავშირი და ევროპული ოჯახი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ უკრაინის გვერდით იდგეს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რადგან ევროპის მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული სხვების არჩევნებზე. მისი თქმით, მათი ევროპული ღირებულებები იგივე და თანმიმდევრულია, მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს სხვა ქვეყანა. იგი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები,  კვლავ დაუჭერენ მხარს უკრაინას.

Hollie Adams/Hollie Adams

ევროპის პოლტიკური საზოგადოება რესპუბლიკელ ეროვნულ კონვენციასთან ერთად საშუალებას აძლევს ევროპას, მოემზადოს შეერთებულ შტატებთან უფრო ხისტი ურთიერთობებისთვის. თუმცა თავდაცვა, დემოკრატია და არალეგალური მიგრაცია ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც შეერთებულ შტატებთან ერთად არის მოსაგვარებელი.  ლიდერები ფიქრობენ, რომ  ბევრი რამე მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend