კატეგორიები

კიბერშეფერხება მთელი მსოფლიოს მასშტაბით

მთელ მსოფლიოში გამოვლენილი IT სისტემების შეფერხების გამო არაერთმა ავიაკომპანიამ ფრენების შესრულება ვერ შეძლო. გავრცელებული ცნობებით, სიდნეის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ფრენები შეწყვიტა United Airlines-მაც. იგივე პრობლემა იყო ესპანეთისა და იტალიის ყველა აეროპორტში.

ამ ეტაპზე შეფერხების მიზეზი უცნობია, მაგრამ კომპანია „მაიკროსოფტი“ ამბობს, რომ შემარბილებელ ზომებს იღებს. ვარაუდობენ, რომ პრობლემა კიბერუსაფრთხოების კომპანიის, CrowdStrike-ის, პროგრამულ უზრუნველყოფაშია.

ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გლობალური კომუნიკაციის პრობლემების გამო უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს.

კიბერინციდენტის გამო შეფერხებაა ლონდონის საფონდო ბირჟაზეც, მსხვილი კომპანიების აქციების ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. შეერთებული შტატებისა და კანადის ტერიტორიაზე შეფერხებით მუშაობს სასწრაფო დახმარების ცენტრებიც.

პრობლემამ ხელი შეუშალა სატელევიზიო მაუწყებლობასაც, პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა ბრიტანული საინფორმაციო არხი Sky News.

დაკავშირებული ამბები
ბრაზილია მერკოსურის შეთანხმებაში კოლუმბიის შემოერთებაზე მუშაობს ევროკავშირი „მზადაა“ დაასანქციროს ისრაელი რუსული გემის გამო, რომელიც მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს გადაზიდავს
სხვა ამბები