მთავარიმსოფლიოევროპა“დაშოშმინების მისია” - ევროპელი ლიდერები ორბანს აკრიტიკებენ

“დაშოშმინების მისია” – ევროპელი ლიდერები ორბანს აკრიტიკებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი ვიქტორ ორბანსა და მის თვითგამოცხადებულ „სამშვიდობო მისიას“ აკრიტიკებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტები მოსკოვსა და ჩინეთში უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაზე დაგმო. ზელენსკის ორბანის სახელი არ უხსენებია, თუმცა პირდაპირ თქვა, რომ დროა ევროპელმა ლიდერებმა მას ზურგი შეაქციონ.

“ თუ ევროპაში ვინმე  გადაწყვეტს, გადაჭრას საკითხები სხვის ზურგს უკან, ჩავიდეს ომის დედაქალაქში, იქ ისაუბროს და გასცეს დაპირებები ჩვენი საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ ყურადღება რატომ უნდა მივაქციოთ? ევროკავშირს და ნატო-ს შეუძლიათ საკითხების გადაჭრა ასეთი ადამიანების გარეშე“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის მოკავშირეებზე ზეწოლასა და ერთიანობას დარღვევას შეეცდება იმ იმედით, რომ რომელიმე ლიდერი დანარჩენებს უღალატებს.

დიდ ბრიტანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ორბანის მოსკოვში ვიზიტიდან ორი კვირის შემდეგ ტარდება.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებისთვის ჩინეთში გაემგზავრა.

ვიზიტებმა, რომელიც ორბანმა „სამშვიდობო მისიად“ გამოაცხადა ევროკავშირის ლიდერების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კრიტიკის საპასუხოდ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოები უნგრეთისგან განსხვავებით ომს ემხრობიან.

ორბანი გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც და მისი ვიზიტები „დაშოშმინების მისიად“ მოიხსენია:

„ორი კვირის წინ ევროკავშირის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა. მისი სამშვიდობო მისია სხვა არაფერია, თუ არა დამშვიდების მისია.“

კვირის დასაწყისში ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკომისიის კომისრები უნგრეთის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ საბჭოს ბოიკოტს გამოუცხადებენ. მათ ნაცვლად უნგრეთში ჩატარებულ შეხვედრებს უფროსი საჯარო მოხელეები დაესწრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend