კატეგორიები

ილონ მასკი გერმანელ სატირიკოსს ელ ჰოცოს აკრიტიკებს

ილონ მასკი გერმანელ სატირიკოსს ელ ჰოცოს აკრიტიკებს
SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, ცნობილი გერმანელი სატირიკოს ელ ჰოცოს მიერ გამოქვეყნებული ტვიტის გამო მიმართა.

ელ ჰოცო, როგორც ჩანს, მხარს უჭერდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას.

“კანცლერო, რა არის ეს? – ასე მიმართა ილონ მასკმა ოლაფ შოლცს.

ელ ჰოცოდ ცნობილ 28 წლის გერმანელ ახალგაზრდას ყველა იცნობს მედიაში თავისი პოლიტიკური სატირითა და სოციალური კრიტიკით.

მან დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ თავის პოსტში დაწერა:  „ვფიქრობ, ფანტასტიკურია, როცა ფაშისტები იხოცებიან“.

პოსტები წაშლილია, თუმცა ინტერნეტში განცხადების ათასობით ფოტოს შენახვა და გავრცელება მაინც მოხერხდა.

მასკი გერმანელი სატირიკოსის დაფინანსების საკითხით დაინტერესდა. ამის შესახებ მან თავის ტვიტზე დაწერა. ელ ჰოცო გერმანიაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით რადიოშოუს წამყვანია. როგორც ცნობილია, შოუს გერმანიის მოსახლეობა აფინანსებს.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები