მთავარიმსოფლიოზაფხულის ოლიმპიური თამაშები

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

საფრანგეთში სულ მალე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დაიწყება. ქვეყნის არმია კი, უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად ემზადება.

65 დღე დასჭირდა პარიზში სამხედრო ბანაკების მშენებლობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ზომის ბანაკები 4500 სამხედროზეა გათვლილი.

სამხედროთა ბანაკები აღჭურვილია ყველაფრით, რაც ჯარისკაცებს დასჭირდებათ: კონდიცირებული ოთახები, მოსასვენებელი, სასადილო და სპორტული სივრცეები.

„ოლიმპიური თამაშების განმავლობაში შეიძლება იყოს ორი ტიპის საფრთხე: ტერორისტული აქტი და დრონებით თავდასხმა. ჩვენი სამხედრო განლაგება კი, დრონების წინააღმდეგ საბრძოლველადაც მზადაა. სპეციალური მოწყობილობებით ვართ აღჭურვილი. მოწყობილობები არა მხოლოდ ბანაკებში, არამედ მთელი პარიზის მასშტაბითაც გვაქვს“, – ამბობს გენერალი ფილიპე პურკე, დროებითი ბანაკების მშენებლობის ხელმძღვანელი.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და გახსნის ცერემონია პარიზის ცენტრში, მდინარე სენაზე, გაიმართება. საფრანგეთის ოფიციალური პირები უკვე თვეებია ამბობენ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფს, დედაქალაქში 30 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული, მათ შორის, შეიარაღებული დანაყოფებიც. სენაზე გახსნის ცერემონიისთვის კი, 45 000 სამართალდამცველი განლაგდება. პოლიციას დაეხმარება 18 000 სამხედრო მოსამსახურეც, რათა თამაშები უსაფრთხოდ ჩატარდეს.

„აქ ყველას განსხვავებული მისია აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას შევძლებთ დავაკვირდეთ ყველაფერს. ამაში კი ბანაკების ადგილმდებარეობა გვიწყობს ხელს. მოუთმენლად ველოდებით პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებას“, – თქვა რიგითმა მარგომ, ის ჯარში მსახურობს.

პარიზი ლონდონის შემდეგ მეორე ქალაქია, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს სამჯერ უმასპინძლებს. საფრანგეთის დედაქალაქმა მანამდე 1990 და 1924 წლებში უმასპინძლა ყველაზე პოპულარული სპორტულ შეჯიბრებას.

დროებითი სამხედრო ბანაკები პარიზის შუაგულში, მდინარე სენაზე არსებულ ერთ-ერთ ხიდზე, მდებარეობს. სამხედროებს შეუძლიათ, რამდენიმე წუთში მივიდნენ იმ ადგილას, სადაც თამაშები იმართება და ეფექტურად მოაგვარონ სახიფათო ვითარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend