კატეგორიები

მსოფლიო ლიდერები გმობენ დონალდ ტრამპზე თავდასხმას

მსოფლიო ლიდერები გმობენ დონალდ ტრამპზე თავდასხმას
მსოფლიო ლიდერები კრიტიკულად აფასებენ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას. თავდასხმას მრავალი მხარდამჭერი განცხადება მოჰყვა ონლაინსივრცეში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა მკაცრად დაგმეს პოლიტიკური ძალადობა და განაცხადეს, რომ დემოკრატიაში არ არის მსგავსი ინციდენტების ადგილი. თავდასხმას გამოეხმაურნენ იტალიის, საფრანგეთის, უნგრეთისა და უკრაინის ლიდერებიც.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა საზარელი დანაშაულია, რომელიც შეიძლება მხოლოდ დაგმო. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, თუ როგორი სერიოზული გამოწვევების წინაშეა მსოფლიო და ზოგადად დემოკრატია.

რუსეთის მთავრობის სპიკერის თქმით,  მკვლელობის მცდელობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო პროვოცირებული. პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კი განაცხადა, რომ ამერიკაში ძალადობის ადგილი არ არის.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები