მთავარიევროპარუსეთირუსული ოპოზიციის მომავალი

რუსული ოპოზიციის მომავალი

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ იულიამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ქმრის საქმიანობას. ახლა მის წინააღმდეგ რუსეთში დაკავების ორდერია გაცემული და როგორც ჩანს, კრემლს მისი გაჩუმებაც სურს.

თავად იულია ნავალნაიამ მის მხარდამჭერებს ბერლინში ასე მიმართა: „გთხოვთ, დაიმახსოვროთ, ჩვენ ვართ ძლიერები, ჩვენ ვართ მამაცები, ჩვენ ბევრნი ვართ და ყველაზე მთავარი, რაც გამოგვარჩევს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ახლა ჩვენი ქვეყანა აქვთ ხელში ჩაგდებული, არის ღირსება, პატივი, სიმართლე და სიყვარული“.

რუსეთში ოპოზიცია დაყოფილი და ქვეყნიდან გაქცეულია. და მაინც, არის ვინმე, ვისაც შეუძლია ამ პირობებში ოპოზიციის გაერთიანება? ეს კითხვა ჩვენ ანკე გიესენს დავუსვით, ორგანიზაცია „მემორიალის” წარმომადგენელს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი. არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ალექსეი ნავალნის მსგავსი ფიგურა გამოჩნდება, რადგან ასეთი ხალხი სულ უფრო მეტად მიდის ემიგრაციაში”, – ამბობს ანკე გიესენი, „მემორიალის” წარმომადგენელი.

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ქვრივი ალექსეია ნავალნაია Copyright Donogh McCabe

„რუსული ოპოზიცია იყოფა მინიმუმ სამ ჯგუფად: ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი, ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი და მედია და ბლოგერები”, – ასე განმარტავს მანველი, წარმოშობით რუსი სტუდენტი, რომელიც პოლიტიკის მეცნიერებებს სწავლობს.

„ვფიქრობ, ეფექტური წინააღმდეგობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია იქნება ერთიანი. ის არ არის ერთიანი. ოპოზიცია დაყოფილია სამ დიდ ჯგუფად სხვადასხვა ფინანსური რესურსით. ოპოზიციის გაერთიანებას სხვადასხვა ფაქტორი მუდამ აფერხებს. ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ პუტინის წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად წინააღმდეგობრივმა ჯგუფებმა ჯერ ერთობლივი კომისია ან საბჭო უნდა შექმნან“, – ამბობს მანველი.

ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართული კონცერტი ბერლინში, ივნისი Copyright Donogh McCabe

ალექსეი ნავალნის ფიგურაც საკამათო იყო, მაგრამ მან მაინც მოახერხა სხვადასხვა ჯგუფის გარკვეულწილად გაერთიანება. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა სჭირდებათ რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, ვის შეუძლია ამის მიღწევა.

ანე ფრიდა მიულერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend