კატეგორიები

რუსული საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე იერიშების მიტანას

რუსული საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე იერიშების მიტანას
  1. რუსული საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე იერიშების მიტანას. ზაპორიჟიის რეგიონში, ვილნიანსკის დასახლებაში, თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაიჭრა, გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა სახლები და ავტომობილები. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონების თავზე სამი ათეული უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთ დასახლებაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ზაპორიჟიის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, იერიშის დროს 30-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის რვა ბავშვი.

თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ავტომობილებს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები. პოლიციის გამომძიებლებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შესაძლო ომის დანაშაულთან დაკავშირებით უკვე დაიწყეს გამოძიება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონების თავზე სამი ათეული უკრაინული დრონი გაანეიტრალეს.

დრონის ფრაგმენტები ერთ-ერთ სოფელში ჩამოცვივდა. ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები და დაზიანდა სახურავები. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები