მთავარიაზიაღაზა„სწორედ ისრაელს სურს ომი“ - დონალდ ტრამპი ისრაელ-ჰამასის ომზე

„სწორედ ისრაელს სურს ომი“ – დონალდ ტრამპი ისრაელ-ჰამასის ომზე

ისრაელ-ჰამასის ომი იყო ერთ-ერთი მნიშნველოვანი საკითხი, რაზეც აშშ-ის მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა CNN-ის ეთერში ისაუბრეს. დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი კვლავ გააკრიტიკა ახლო აღმოსავლეთში წარმოებული პოლიტიკის გამო. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ეს ომი არა „ჰამასს”, არამედ ისრაელს სურს.

რაც შეეხება ჯო ბაიდენის პოზიციას ახლო აღოსავლეთში მიდმინარე მოვლენებზე. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, მან ამ კონფლიქტის დასრულების სამფაზიანი გეგმა წარადგინა, რომელსაც ჯერჯერობით „ჰამასი“ არ თანხმდება.

„ყველამ, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭომ, დიდმა შვიდეულმა და თავად ნეთანიაჰუმ მოიწონა ის გეგმა, რომელიც მე წარვადგინე. ეს გეგმა თავის მხრივ სამი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა ღაზაში გატაცებული მძველების გათავისუფლებას და ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. მეორე ფაზა ცეცხლის შეწყვეტას დამატებითი პირობებით. ხოლო მესამე ფაზა – ომის დასრულებას. ერთდერთი, ვისაც ამ ომის გაგრძელება სურს, არის „ჰამასი“ და ჩვენ ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევის შედეგად ვცდილობთ, რომ „ჰამასი“ დათანხმდეს ამ გეგმას. ამავდროულად, რა ხდება ისრაელთან დაკავშირებით? ერთდაერთი, რაზეც მე მათ უარი ვუთხარი 900-კილოგრამიანი ბომბებია, რომლებსაც ბევრი უდანაშაულო ადამიანი ეწირება. ჩვენ ისრაელს ვაწვდით ყველა საჭირო შეიარაღებას, ნებისმიერ დროს, როცა ეს მათ სჭირდებათ“, – თქვა ბაიდენმა.

„სწორედ ისრაელს სურს ომი. ბაიდენი ამბობს, რომ „ჰამასია“ ის, ვისაც ომის გაგრძელება უნდა, თუმცა ეს რეალურად ისრაელია. ჩვენ მათ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ბაიდენს არ სურს ამის გაკეთება, რადგან ის პალესტინელად იქცა და არც მათ მოსწონთ, რადგან იგი არც თუ ისე კარგი და ამავე დროს, სუსტი პალესეტინელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს შორის 2020 წლის შემდეგ პირველი სატელევიზიო დებატები 28 ივნისს CNN-ის ეთერში გამართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend