მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე დარჩა

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე დარჩა

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ორი დღე რჩება და ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს აკრიტიკებს. მაკრონის თქმით, ისინი ისე იქცევიან, თითქოს უკვე პარლამენტში იყვნენ…

„მე არ მინდა ამ კამათში მონაწილეობა, მაგრამ რა ამპარტავნებაა! ისე იქცევიან და ისე საუბრობენ, თითქოს არჩევნები უკვე დასრულებულია და თითქოს გაიმარჯვეს. ისეთი დამოკიდებულება აქვთ, თითქოს აზრიც არ აქვს არჩევნებზე მისვლას. ჯერ მე მაკრიტიკებდნენ, როდესაც მოქალაქეებს მოვუწოდებდი არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემისკენ. ახლა ვითომ, აზრიც არ აქვს მოქალაქეების აზრს, ისე იქცევიან, სამთავრობო ადგილებს ინაწილებენ უკვე. მაგრამ აქ, მთავარი ფრანგი ხალხია და მათი არჩევანი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერმა მარინ ლე პენმა ხუთშაბათს, 27 ივნისს, ბევრისთვის არასასიამოვნო შეკითხვა დასვა. მან იკითხა, თუ ვინ იქნებოდა შეიარაღებული ძალების მინისტრი იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია მოიგებდა არჩევნებს. სწორედ ეს იყო ის ერთ-ერთი ფაქტი, რამაც ემანუელ მაკრონის გაღიზიანება გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend