მთავარიმსოფლიოევროპაჯოზეფ ბორელი ბრიუსელში სერბეთის პრეზიდენტსა და კოსოვოს პრემიერს შეხვდა

ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში სერბეთის პრეზიდენტსა და კოსოვოს პრემიერს შეხვდა

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ბრიუსელში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის შეხვდა.

მხარეებმა ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი გეგმა განიხილეს. თუმცა ჯოზეფ ბროელი აცხადებს, რომ შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა, რადგან კოსოვო არ არის მზად ბელგრადთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ ალბინ კურტისთან შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, განაცხადა, რომ ბელგრადსა და პრიშტინას შორის შეთანხმების გაფორმების მხრივ პროგრესი არ არის. მისი თქმით, დისკუსიები, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული იყო. სამმხრივი შეხვედრა ვერ შედგა. კოსოვო არ იყო მზად და ამიტომ უარი განაცხადა ასეთ შეხვედრაზე.

ბრიუსელი, რომელიც მხარეებს შორის მედიატორის როლს ასრულებს, ბელგრადსა და პრიშტინას აფრთხილებს, რომ კომპრომისზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის სერბეთისა და კოსოვოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend