მთავარიმსოფლიოერთ თვეში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დაიწყება

ერთ თვეში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დაიწყება

2024 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ზუსტად 1 თვე რჩება. 26 ივლისს პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ოლიმპიური ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები, რომელიც 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 11 აგვისტოს დასრულდება. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ორგანიზატორები ბოლო დეტალებზე მუშაობენ.

2024 ოლიმპიური წელია, პარიზი მთელი მსოფლიოდან სპორტსმენებისა და ტურისტების მისაღებად ემზადება… 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უძველესი და ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრი გაიმართება, წარმოდგენის მთავარი მოქმედი გმირები სპორტსმენები იქნებიან. ოფიციალურ გახსნამდე ზუსტად ერთი თვე რჩება და პარიზში უკვე ბოლო დეტალებს ამოწმებენ იმისათვის, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს.

ის ადგილები, სადაც შეჯიბრება უნდა გაიმართოს, მშენებლობის ბოლო ეტაპზეა, ეიფელის კოშკიდან დაწყებული კონკორდის მოედნამდე თუ ვერსალის სასახლემდე… ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ სინათლის ქალაქი ოლიმპიური თამაშების დროს მოწოდების სიმაღლეზე იქნება…

შეჯიბრებები ჩატარდება ქალაქის ცენტრში, მდინარე სენას გასწვრივ, ისტორიული შენობების შიგნით. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას დაახლოებით 10 500 სპორტსმენი მიიღებს. დაგეგმილია 329 ღონისძიება სპორტის 32 სახეობაში…

პარიზმა ოლიმპიადას ორჯერ – 1900, 1924 წლებში უმასპინძლა. 2024 წლის შემდეგ პარიზი მეორე ქალაქი გახდება ლონდონის შემდეგ, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს სამჯერ უმასპინძლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend