ისრაელი აგრძელებს ღაზაში სახმელეთო და ავიაოპერაციებს. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად, დაიღუპა 37 551, ხოლო დაიჭრა 86 000-ზე მეტი პალესტინელი.
„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ჭურვი ჩამოვარდა დაწესებულების მთავარ შესასვლელთან, რომელიც მთლიან სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისთვის გამოიყენება. გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის დროს შენობას ასობით ადამიანი აფარებდა თავს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ოთხი თვეა, რაც შეერთებული შტატების მხრიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება საგრძნობლად შემცირებულია. ბაიდენის ადმინისტრაციამ უარყო ბრალდებები.
As the Prime Minister of Israel, my job is to do everything to ensure that our heroic fighters receive the arms they need.
In light of what I have heard over the past 24 hours, I hope and believe that this issue will be resolved in the near future.
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) June 23, 2024
ნეთანიაჰუმ კვირას კვლავ გააკეთა განცხადება ამის შესახებ და აღნიშნა, რომ სიტუაცია არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი საჯაროდ განეხილა.
ამავდროულად, ბეიტ–ლაჰიაში არასრულფასოვანი კვების გამო კიდევ ორი ჩვილი დაიღუპა.
ღაზაში შიმშილითა და უწყლობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 31-ამდე გაიზარდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შვიდი ოქტომბრის შემდეგ 37 551 პალესტინელი დაიღუპა, რომელთაგან უმეტესობა ქალი და ბავშვია. 86 000-ზე მეტმა მოქალაქემ კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.