მთავარიევროპარუსეთიპუტინი სამხრეთ კორეას ემუქრება

პუტინი სამხრეთ კორეას ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამჯერად სამხრეთ კორეას ემუქრება, რომელიც სეულის მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების შესაძლო გადაცემის საკითხს უკავშირდება.

„ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. და თუკი ეს მოხდება, მაშინ ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომლებიც ეჭვი მაქვს, სამხრეთ კორეის ხელისუფლებას არ მოეწონება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა და ფხენიანმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ სამხედრო თანამშრომლობასაც გულისხმობს. პუტინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში არ უნდა ღელავდნენ ამ შეთანხმების გამო, რადგან ამ შეთანხმებაში ახალი არაფერია და იგი ცვლის უბრალოდ ძველ, 1960-იანი წლების პაქტს, რომელმაც არსებობა შეწყვიტა.

ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტი, 19 ივნისი, 2024 წელი Copyright Korean Central News Agency/Korea News Service via AP

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend