კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის შეხვდა. მათ უკრაინასა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთის პრინცთან შეხვედრის დროს ისაუბრა უკრაინის სამშვიდობო სამიტისთვის დამუშავებულ კომუნიკეს პროექტზეც. შვეიცარია15-16 ივნისს უმასპინძლებს უკრაინის სამშვიდობო სამიტს.

სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, რომლებშიც ჩართული უნდა იყოს კონფლიქტის ყველა მხარის წარმომადგენელი, განიხილება როგორც ბირთვულ, ისე სურსათის უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები.

მანამდე კი „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იტალიაში დაგეგმილ სამიტს დაესწრებიან, სადაც განიხილავენ აშშ-ის წინადადებას, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ამერიკული დოლარის კრედიტის გადაცემას ითვალისწინებს. სესხი რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები