მთავარიგადაცემებიScenesპატარა ბალერინები პერუდან

პატარა ბალერინები პერუდან

ყოფილი პროფესიონალი ბალერინის მარია დელ კარმენ სილვას საბალეტო სკოლა ღარიბი უბნიდან მოსულ პატარ გოგონებს უფასოდ ასწავლის ბალეტს და თან ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც აძლევს.  ცეკვის დროს პატარა ბალერინები ყველა ტკივილს ივიწყებენ და წარმატებაზე ოცნებობენ.

პერუს დედაქალაქ ლიმაში ერთი საბალეტო სკოლა პატარ გოგონებს იმედსა და ცხოვრების შეცვლის პერსპექტივას სთავაზობს. სკოლის დირექტორი მარია დელ კარმენ სილვა, რომელიც პერუს ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავეა, ყველა ბავშვს ასწავლის ცეკვას მიუხედავად მათი სოციალური და ეკონომიკური ან ფიზიკური მდგომარეობისა. ვისაც შეუძლია იხდის სწავლის საფასურს, მაგრამ ვისაც ამის საშუალება არა აქვს – ის უფასოდ სწავლობს ცეკვას.

ბალეტის იმედის შუქურაა  პატარა ღარიბ უბნებში მცხოვრები გოგონებისთვის, მათ შორის ლაირასკეიტისია და ნიკლისთვის, რომელთაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. ეს გოგონები ცეკვის დროს პოულობენ შვებას. ფაველას ტიპის ღარიბ უბნებს ხშირად კრიმინალური ბანდები განაგებენ. ბალეტზე ზოგიერთი ისეთი მოწაფეც დადის, რომლებსაც სახლში ელემენტარული წყალმომარაგებაც კი არ აქვთ.

მარიას სურს დაეხმაროს პატარა მოცეკვავეებს, რომ უკეთესი ცხოვრება შექმნან და ამიტომ შეიფარა ისინი საკუთარი ფრთის ქვეშ. მოწაფეები მარიას მეორე დედასაც კი უწოდებენ, რადგან იგი ასწავლის გოგონებს, რომ ყოველგვარი პირობების მიუხედავად, ყველას შეუძლია ბალეტის ცეკვა ისწავლოს.

ავტორი: გრეგორი უორდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend