მთავარიმსოფლიო„ახალი გზა“ - Apple და OpenAI თანამშრომლობას გეგმავენ

„ახალი გზა“ – Apple და OpenAI თანამშრომლობას გეგმავენ

კომპანია Apple და OpenAI თანამშრომლობას გეგმავენ. Apple-მა დეველოპერების საერთაშორისო კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტი Apple Intelligence წარადგინა. ხელოვნური ინტელექტი ამ წლის ბოლომდე ინტეგრირდება კომპანიის მიერ წარმოებული გაჯეტების ახალ ვერსიებში.

„ეს არის ის, რაზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით. მას მრავალი დავალების შესრულება და ინტერნეტში არსებული ცოდნის სრულად გამოყენება შეუძლია. ჩვენ ვიწყებთ ახალ გზას, რათა მოგაწოდოთ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ესმის მომხმარებლის სურვილები და საჭიროებები“, – ამბობს კრეგ ფედერიგი, Apple-ის წარმომადგენელი.

როგორც კომპანია apple-ში ამბობენ, ხმოვანი ასისტენტი Siri ბოლომდე ინტეგრირებული იქნება OpenAI-ის ჩატბოტთან, ChatGPT-ისთან. ამ ცვლილებით კი ხმოვანი ასისტენტი მეტად მარტივად გამოსაყენებელი და ინფორმირებული გახდება.

კომპანიის ამ სიახლეს სოციალურ ქსელებში კრიტიკაც მოჰყვა. Tesla-ს, SpaceX-ისა და  X-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს, რომ არ ენდობა OpenAI- ის და ჰგონია, რომ ის ვერ დაიცავს მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას.

თუმცა Apple-ში ამტკიცებენ, რომ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის უმეტესი ნაწილი თავად მათ მოწყობილობებში შეინახება და არა OpenAI-ის სერვერებზე.

როგორც Apple-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ხმოვან ასისტენტს მილიარდ-ნახევარ შეკითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა, ChatGPT-ისთან ერთად ის უფრო მრავალფეროვანი და პერსონალური გახდება.

„Apple-ის ახალი ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს დატვირთული დღეების დაგეგმვაში დაეხმარება. ყოველდღიურად ელექტრონულ ფოსტაზე უამრავი წერილის დახარისხება ჩვენ აღარ მოგვიწევს, ელექტრონული ფოსტის გახსნის გარეშე გვეცოდინება მისი შინაარსი. ასევე ვრცელი წერილების შინაარსის გადმოცემის ფუნქციაც დაემატება“, – ამბობს ჯასტინ ტიტი, Apple-ის წარმომადგენელი.

Apple-ის გაჯეტებისა და OpenAI-ის ჩატბოტის ინტეგრაცია ამ წლის შემოდგომაზე დასრულდება. მომხმარებლები კი დიდი ინტერესით ელოდებიან ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოცდას საკუთარ მოწყობილობებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend