მთავარიმსოფლიოხმის იმიტაცია სახსოვრად

ხმის იმიტაცია სახსოვრად

მას შემდეგ, რაც მაიკლ ბუმერმა გაიგო, რომ მძიმე დაავადება ჰქონდა, გადაწყვიტა საკუთარი ხმის ვერსია შეექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

მაიკლ ბუმერმა ხმოვანი ბოტის შექმნის გადაწყვეტილება მეუღლესთან დიდხნიანი საუბრის შემდეგ მიიღო. მისი ცოლი, ანეტი ხშირად ეუბნებოდა მაიკლს, რომ გარდაცვალების შემდეგ ყველაზე მეტად მასთან საუბარი და მისი ხმა მოენატრებოდა…

„რვა ან ცხრა თვის წინ აქ, ამ დივანზე ვისხედით, როდესაც მოსალოდნელ შედეგებზე ვსაუბრობდით. მან მითხრა, რომ ყველაზე მეტად ჩემთან სიახლეების, აზრებისა და გამოცდილების გაზიარება მოენატრებოდა… ხმოვანი ბოტი ანეტისთვის არაა განკუთვნილი. ეს უფრო იმისთვის გავაკეთე, რომ ჩემი ხმა და ჩემთან დაკავშირებული ისტორიები მოგონებებად დავუტოვო ოჯახს“, – თქვა მაიკლ ბუმერმა.

მაიკლის ხმის ვირტუალურ ვერსია ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანია Eternos-მა შექმნა.

კომპანია Eternos -ი რამდენიმე წელია, მგლოვიარე ოჯახებისთვის ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ქმნის. Eternos -ის ხმოვანი ბოტი მომხმარებელს სთავაზობს 3000-მდე ფრაზას, მათ შორის, „მიყვარხარ“, „კარი ღიაა“ და სხვ.

ხელოვნური ინტელექტით ხმოვანი ბოტის შექმნა 15 000 დოლარი ღირს და მას შეუძლია უპასუხოს კითხვებს ან მოჰყვეს ოჯახური ისტორიები.

Copyright AP

„ყველა თავისებურად გლოვობს. მწუხარება თანამედროვე სამყაროში უფრო ინდივიდუალურია, ვიდრე ოდესმე. მე მგონია, რომ არ არსებობს ერთი სწორი, „ნორმალური“ ან ჯანსაღი გზა. გლოვამ და დარდმა საკუთარი გზა უნდა იპოვოს. ყველამ თავისებურად უნდა იგლოვოს ახლობელი“, – ამბობს მათიას მეიცელი, ეთიკის, კანონისა და ციფრული სიცოცხლის უსაფრთხოების მკვლევარი ტუბინგენის უნივერსიტეტში

ახლა მაიკლ ბუმერი ცდილობს, ოჯახს სრულად გამართული ხმოვანი ბოტის სისტემა დაუტოვოს – ეკითხება ახსოვს თუ არა მათი პირველი პაემანი, რომელიც 12 წლის წინ შედგა და სთხოვს მათი გაცნობის ისტორიის მოყოლას.

ხელოვნური ინტელექტის ხმა ძალიან ჰგავს მაიკლისას…

მიუხედავად ანეტის სკეპტიკური განწყობისა, მაიკლ ბუმერი თვლის, რომ მომავალში, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის წევრები ვირტუალურ სივრცეში მასთან შესახვედრად შევლენ….

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend