კატეგორიები

გერმანია უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის სამხრეთის საპორტო ქალაქ ოდესაში ვიზიტის დროს  გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, უკრაინა ზეწოლის ქვეშაა, რადგან რუსული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად გაწელონ ფრონტის ხაზი და ბრძოლაში ჩაითრიონ უკრაინელი სამხედროები. ამ მხრივ რუსულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლა ჯერ მაინც არ აქვთ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი -Bernd Wuestneck/(c) Copyright 2024, dpa (www.dpa.de)

მიმდინარე თვეს რუსული ძალების მიერ ხარკივის რეგიონზე განახლებული შეტევის ფონზე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელ სამხედროებს კვლავ  საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვთ.

რუსეთმა გარკვეულ ტერიტორიებზე წინ წაიწია. უკრაინას კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების დაგვიანებისა და დასავლეთ ევროპის არაადეკვატური სამხედრო წარმოების გამო უჭირს  მოსკოვის ძალების შეჩერება. ამ პროცესებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა შეიარაღების მიწოდება ბრძოლის ველზე.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებთან იგეგმება ახალი შეთანხმებების გაფორმება საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დრონების წარმოებასთან დაკავშირებით.

მათ უკვე გამოთქვეს მზაობა,  რომ გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს. პრეზიდენტის თქმით,  ახლა მთავარია მათი სრულად განხორციელება და უფრო მეტი შეთანხმება.

ამავდროულად, 30 მაისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს დართო ნება, მხოლოდ ხარკივის დასაცავად გამოიყენოს ამერიკული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები