მთავარიაზიაღაზარაფაჰში მძიმე ბრძოლები გრძელდება

რაფაჰში მძიმე ბრძოლები გრძელდება

რაფაჰში მძიმე ბრძოლები გრძელდება.  წინა დღით ღაზის სამხრეთის ქალაქის ცენტრში ისრაელის ტანკები გამოჩნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ რაფაჰი უსაფრთხო ტერიტორიად იყო გამოცხადებული,  ისრაელი მაინც აძლიერებს ავიაიერიშებს. მათი ძირითადი სამიზნე პალესტინელებით დასახლებული კარვებია.

პალესტინელ დევნილებს დაჰპირდნენ, რომ რაფაჰზე იერიშს არ მიიტანდნენ. სწორედ ამიტომ გადმოვიდნენ ისინი აქ. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ტერიტორია ღამით მაინც დაბომბეს.

მეორე მხრივ, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზისა და ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ  კონტროლი დაამყარეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან  ზონაზე, რომელიც  ფილადელფის დერეფნის სახელწოდებით არის ცნობილი.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ადგილზე აღმოაჩინეს 20-ამდე გვირაბი, რომლებსაც „ჰამასი“ ღაზაში იარაღის შესატანად იყენებდა.

ამასთან, ღაზაში მებრძოლი ისრაელელი სამხედროების დედებმა თელავივში საპროტესტო აქცია გამართეს და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შეწყვეტა მოითხოვეს.  მათი თქმით, მთავრობას  არ ანაღვლებს მძევლებისა და სამხედროების სიცოცხლე და ბედი.

ისრაელელი სამხედროების თქმით,  ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან 290 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend