კატეგორიები

ესპენეთის კუნძულ მენორკაზე ტურისტებისთვის შეზღუდვები დაწესდა

ესპენეთის კუნძულ მენორკაზე ტურისტებისთვის შეზღუდვები დაწესდა
კუნძულ მენორკის სოფელ ბინიბეკა ველში, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს და სადაც ყველაზე მეტ ფოტოს იღებენ, წესდება შეზღუდვები.

ადგილობრივების მოთხოვნით, შესაძლოა, სოფელი ტურისტებისთვის საერთოდ ჩაიკეტოს.

ბინიბეკა ველის მესაკუთრეთა ასოციაციის პრეზიდენტის ოსკარ მონხეს თქმით, არის შემთხვევები, როცა ვიზიტორები მათ აივნებზე ამოსვლას ცდილობენ, შედიან სახლებში იმისათვის, რომ უკეთესი ფოტოები გადაიღონ.

მესაკუთრეები შეწუხდნენ ტურისტების ასეთი ქცევით. ამიტომ სოფელში  დააწესეს შეზღუდვა. ტურისტებს ქუჩების დათვალიერება მხოლოდ  დილის 11 საათიდან საღამოს 8 რვა საათამდე შეუძლიათ.

ტურისტები ამბობენ, რომ ისინი  საღამოს რვის ნახევარზეც აღარ  შეუშვეს, რადგან უკვე იკეტებოდა სოფლის შესასვლელი ყველასთვის, მათ შორის ტურისტებისთვის.

2023 წელს ბინიბეკა ველი 800 000-ზე მეტმა ტურისტმა მოინახულა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ასეთი პატარა სოფლისთვის, რომლის მოსახლეობა სულ 500 ადამიანს შეადგენს, ზამთრის პერიოდში კი იქაურობა თითქმის სრულადაა დაცარიელებული.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ომს ერაყის 2003 წლის ომზე „გაცილებით უარესი“ შედეგი ექნება ესპანეთი აცხადებს, რომ მისი ბაზები ვერ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის
სხვა ამბები