კატეგორიები

ისრაელი აგრძელებს ავიაიერიშებს ღაზაზე

ისრაელი აგრძელებს ავიაიერიშებს ღაზაზე
ისრაელი აგრძელებს ავიაიერიშებს ღაზაზე.  28 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა ჩრდილოეთ ღაზაში ქამალ ადვანის საავადმყოფოსთან ახლოს მომხდარი თავდასხმის შედეგად.

ამასთან, სამხრეთის ქალაქ რაფაჰში ჩატარებული რეიდის დროს 3 პალესტინელი დაიღუპა, დრონით მიტანილ იერიშს ასევე ემსხვერპლა ერთი ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ გასულ შაბათს განაცხადა, რომ ღაზაში კიდევ ერთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.

ამავდროულად, თელავივში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და პრემიერ- მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. აქციის მონაწილეები მთავრობას  ღაზაში გატაცებული მძევლების გათავისუფლებისკენაც მოუწოდებენ.

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი კი იმუქრება, რომ დატოვებს  თანამდებობას,  თუ ნეთანიაჰუ ღაზისთვის ომის შემდგომ გეგმას არ წარადგენს.

Related news
გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ გაერო ისრაელს მოუწოდებს, უზრუნველყოს ღაზის სექტორზე უფრო მეტი წვდომა
სხვა ამბები