კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტმა ხარკივის რეგიონში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი მეომრები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა ხარკივის რეგიონში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი მეომრები მოინახულა
უკვე ერთი კვირაა, რუსულ ძალებს იერიში მიაქვთ ხარკივის რეგიონზე, სადაც ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  იმყოფება.

ქვეყნის ლიდერმა სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი  დაჭრილი ჯარისკაცები და ექიმები მოინახულა და მათ ჯილდოები და მედლები გადასცა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინელები ხარკივის რეგიონში ვითარებას აკონტროლებენ. სახელმწიფოს მეთაური ასევე შეხვდა სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ჯარისკაცებს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა 92-ე ქვედანაყოფს, რომელმაც არ დაუშვა, რომ მტერი წინ წასულიყო.  პრეზიდენტმა სიმამაცისთვის შეაქო  ყველა უკრაინელი სამხედრო, მათ შორის ხარკივის მებრძოლები, რომლებიც არაფერს იშურებენ თავიანთი სახლებისა და სრულიად უკრაინის დასაცავად.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით,  რუს სამხედროებს ტყვედ აჰყავთ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს ვოვჩანსკის ჩრდილოეთით, რომელიც რუსეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.

პოლიცია კი, მძიმე შეტაკებების მიუხედავად,  განაგრძობს რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაციას.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები